|
2018-06-11 14:04:09, 1120 ნახვა
კომენტარი
მერაბ მორჩაძე - რა ზეწოლაზეა საუბარი? არც ერთხელ არ დავლაპარაკებივარ კალანდიას დედამისის გარეშე
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოწმეების მოსყიდვისა და დაშინების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, თავად მორჩაძე ბრალს არ აღიარებს. მორჩაძე ამბობს, რომ მოსყიდვის მცდელობას ადგილი არ ჰქონია და მიხეილ კალანდიას მხოლოდ რჩევები მისცა. მისივე თქმით, ის სულ სამჯერ იმყოფებოდა კალანდიების სახლში, თუმცა მას პირადი საუბარი მიხეილ კალანდიასთან არ ჰქონია. „რა ზეწოლაზეა საუბარი? რა თანხა შევთავაზე ? არ დავლაპარაკებივარ მას დედამისის გარეშე. გასული იყო თვენახევარი მე რომ მივედი ამ ბავშვებთან. სპეციალურად არ მივდიოდი სანამ არ მივიღე მესიჯი: „მერაბ, ჩვენ მეტი რა გაგვიჭირდება? სად ხარ? რატომ არ მოდიხარო?". ტელეფონის ნომერი ვერ ვიცანი და ჩავთვალე, რომ რეკავდა ეს ხალხი, და იმის გამო რომ ესენი არიან ჩვენი ახლო ნათესავები. არც არაფერი ფული შემითავაზებია სიტყვაც კი არ მითქვამს, ან ესე თქვი მიშა, ან ისე თქვი. მან მკითხა, მერაბი ბიძია, როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილზეო? მე ვუთხარი, რომ შენ უნდა თქვა სიმართლე, მოდი შვილო სიმართლე ილაპარაკე რაც შენ დაინახეა. ამის მეტი სიტყვა არ მითქვამს“,- განაცხადა მორჩაძემ სასამართლო სხდომაზე.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)