|
2018-06-11 10:46:49, 776 ნახვა
კომენტარი
სარალიძე: 14:00 საათზე, რუსთაველზე ველოდები ყველა მოქალაქეს, ვისაც გული შესტკივა დაღუპული შვილების მშობლებზე
დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც გული შესტკივა დაღუპული შვილების მშობლებზე, ველოდები რუსთაველზე- ამის შესახებ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. სარალიძე, ზვიად კუპრავას დაკავებასაც გამოეხმაურა და მისი დაუყონებლივ გათავისუფლება მოითხოვა. „მოვუწოდებ მთელს საქართველოს, ყველა პოლიტიკურ პარტიას და ამასთან ერთად მმართველ გუნდსაც, გამოვიდნენ აქ და ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგენისთვის. რაც შეეხება იმ ბიჭებს ვინც დააკავეს, დაუყოვნებლივ დააბრუნონ თავიანთ ადგილებზე. დღეს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვგეგმავდით მე და ზვიად კუპრავა. როგორც კი ბანკები გაიხსნებოდა და მაგის გარეშე ვერანაირად ვერ გავაკეთებ, ვაპირებდით ბავშვისთვის თანხის გადარიცხვას, ჩემი შვილის სახელით იყო ფონდი შექმნილი, მაგრამ ვერ მოვასწარით ფონდის გახსნა და ზვიადის ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხებოდა, გვქონდა დაგეგმილი, რომ ანანო ბერიძისთვის გადაგვერიცხა ეს თანხა. რომელიც სასწრაფო საოპერაციოა, დააბრუნონ სასწრაფოდ კუპრავა უკან, რათა მოვახერხოთ ელემენტარული მარტო ამ ბავშვისთვის თანხის გადარიცხვა, რომ ოპერაცია გაუკეთონ,“-განაცხადა სარალიძემ. ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებულნი.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)