18:39 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-10 15:59:47, 3321 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: რუსეთს დიდი რვიანი არ დაუტოვებია

რუსეთს დიდ რვიანი არ დაუტოვებია – ამის შესახებ  რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინი  გამოეხმაურა აშშ-ის პრეიდენტის, დონლად ტრამპის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც რუსეთი დიდ რვიანში უნდა დაბრუნდეს.

„რაც შეეხება რუსეთის დაბრუნებას შვიდიანსა თუ რვიანში, ჩვენ ის არ დაგვიტოვებია. კოლეგებმა თავის დროზე უარი თქვეს რუსეთში ჩასვლაზე, ცნობილი მიზეზების გამო. დიდი სიამოვნებით, ჩვენ გაგვიხარდება მათი ჩვენთან, მოსკოვში ხილვა“, – განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, 8 ივნისს კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბარში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა გახდეს „დიდი რვიანის“ წევრი.

 „ეს იყო „დიდი რვიანი“, ვინაიდან რუსეთი იქ იყო. მე მიყვარს ჩვენი ქვეყანა. იცით, რომ რუსეთის კოშმარი ვიყავი. თუმცა, რუსეთი უნდა იყოს ამ შეხვედრაზე. რატომ ვატარებთ ამ სამიტს რუსეთის გარეშე? გარდა ამისა, რუსეთი „დიდ რვიანში“ უნდა დაბრუნდეს, საიდანაც ის გარიცხული იყო. ჩვენ გვჭირდება რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„დიდი შვიდეული“ (G-7) ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გაერთიანებაა. რუსეთი მისი წევრი 1998 წელს გახდა, თუმცა 2014 წელს ყირიმის მოვლენების შემდეგ ამ გაერთიანებიდან გაირიცხა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics