|
2018-06-09 13:37:42, 2844 ნახვა
მსოფლიო
მაკრონი და ტრუდო: არც ვაპირებდით ტრამპისთვის გვეთქვა, სად ჩატარდებოდა G-7-ის წვეულება
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, "დიდი შვიდეულის" სამიტის დასრულების შემდეგ უნდა გამართულიყო წვეულება, რომელზეც მათ ამერიკის ლიდერის დონალდ ტრამპის დაპატიჟება არ სურდათ. ინფორმაციას Newyorker ავრცელებს. როგორც ლიდერებმა განმარტეს, მათ გაუხარდათ, რომ ტრამპმა სამიტი დროზე ადრე დატოვა. მათივე თქმით, ისინი გეგმავდნენ, რომ წვეულების ადგილი დონალდ ტრამპისთვის არ ეთქვათ. ტრუდომ და მაკრონმა აღნიშნეს, რომ ეს სამიტის მონაწილეების სრული შეთანხმებით გადაწყდა. "გეგმა გვქონდა ასეთი...თუ ტრამპი იკითხავდა წვეულების შესახებ ჩვენ ვეტყოდით, რომ აღნიშნული ინფორმაცია ანგელა მერკელთან გაერკვია. მერკელი კი, თავის მხრივ მას მოატყუებდა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. აღნიშნული ინფორმაცია თავად გერმანიის კანცლერმაც დაადასტურა: "თუ ტრამპი მოვიდოდა ჩემთან და დაინტერესდებოდა წვეულებით, ვიტყოდი, რომ არაფერი ვიცი და არაფერი მსმენია წვეულების შესახებ", - დასძინა ანგელა მერკელმა. კანადის პრემიერის თქმით, წვეულება მაინც გაიმართება, შაბათს, როდესაც "დიდი შვიდეულის" სამიტი დასრულდება. "ახლა, როდესაც ტრამპი წასულია, ჩვენ ეს უნდა აღვნიშნოთ", - აღნიშნა ტრუდომ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)