15:10 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 16:49:27, 1395 ნახვა

სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საეჭვო წარმომავლობის 21 600 ცალი კვერცხი აღმოაჩინა

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში კვერცხის საბითუმო-სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებს.

სააგენტოს ინფორმაციით, „თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს შპს „კრეატივი+“-ში, სადაც 21 600 არაეტიკეტირებული კვერცხი აღმოჩნდა.“

მათივე ცნობით, საეჭვო წარმომავლობის კვერცხი დაილუქა და ბიზნესოპერატორს მისი განადგურება დაევალა.

„2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, განისაზღვრა კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს, სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი“, – ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics