|
2018-06-08 14:15:18, 1198 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე - 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გააკეთონ განცხადება, იყო თუ არა ჩემი შვილი მოძალადე
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს და მის შვილთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განცხადების გაკეთებას ითხოვს. როგორც მან დროებითი საპარალამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მისი შვილი მოძალადე იყო. „სოციალურ ქსელში ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ჩემი შვილი მოძალადე იყო, ვიღაც-ვიღაცებს თავს საპირფარეშოში აყოფინებდა, მოძალადე ყოფილა. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყონებლივ გამოააშკარაოს ჩემი შვილის ვინაობა. თუ მოძალადე იყო, ესეც თქვან. არავინ არაფერი დამალოს. თუ ჩემი შვილი მოძალადე იყო და ამ სკოლაში ძალადობა ხდებოდა, ალბათ, 51-ე სკოლის პასუხისმგებლობა დგება. თუ მოძალადე არ იყო, მაშინ ყველაფერი გამოააშკარაონ. ვერ ვხედავ ვერავის აქტიურობას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი შვილის სულის სიწმინდე დაიცვან. განცხადება დაუყონებლივ გააკეთონ, თუ იყო დამნაშავე, თქვან; თუ არ იყო, ესეც თქვან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)