|
2018-06-06 16:20:08, 1034 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ისეთი შემადგენლობა იყოს კომისიაში, რომელიც უმრავლესობას მოეწონება
"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემს პასუხს. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარლამენტის წევრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა დადგინდეს თუ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. "თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, აბა რისთვის ვართ პარლამენტში, რომ ხელფასი ავიღოთ?! ჩვენ გვაქვს მექანიზმი, ვალდებულება საზოგადოების წინაშე და ამიტომ აკეთებს ევროპული საქართველო ამ ყველაფერს. რაც შეეხება შემადგენლობას, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ევროპული საქართველოსგან ისეთი შემადგენლობა იყოს კომისიაში, რომელიც უმრავლესობას მოეწონება. პირიქით, იქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც პრინციპულად გამჭვირვალედ, ზაზა სარალიძესთან, თითოეულ დაინტერესებულ ადამიანთან ერთად ბოლომდე იბრძოლებენ იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე და საზოგადოებამ მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე. ეს არის ჩვენი ამოცანა ამ კომისიაში, ამიტომ ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა და პირიქით, კარგია, რომ უმრავლესობის წევრებს არ მოსწონთ კომისიის შემადგენლობა. სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ კომისა იქნება ძალიან მკაცრი, კრიტიკული და ამას საზოგადოება უახლოეს დღეებში დაინახავს. გაბუტვა, გვერდზე გადგომა და მონაწილეობის არმიღება პრინციპულად არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)