|
2018-06-05 22:01:53, 1190 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: ხალხი დამიდექით გვერდში და გვერდზე გავწიოთ პოლიტიკოსები!
ხალხი დამიდექით გვერდში და გვერდზე გავწიოთ პოლიტიკოსები!-ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ გადაცემა „რეაქციაში" განაცხადა. „პოლიტიკოსების გამოჩენას რაც შეეხება , მოდით ამ კუთხით შევხედოთ და ძალიან მინდა, რომ ეს მთელმა საზოგადოებამ გაითავისოს. რომ ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" მიჰყავს პარადი, ან "ქართულ ოცნებას", ან რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას... მე ვთხოვ ხალხს, მოდით და დამიდექით ხალხი გვერდში და გავწიოთ ეს პოლიტიკოსები გვერდზე", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. სარალიძემ ასევე აღნიშნა რომ ემიჯნება ზვიად კუპრავას განცხადებებს სახალხო დამცველ, ნინო ლომჯარიას მიმართ. „იმ იერიშს, რა იერიშიც მიიტანა ზვიად კუპრავამ ქალბატონ ნინოზე, ამას ვემიჯნები. ქალბატონი ნინო ლომჯარია გვერდში მიდგას იმისთვის, რომ უზრუნველყოს ჩემი უსაფრთხოება. არანაირი კომუნიკაციის შეზღუდვა არ ყოფილა. მართალია ტელეფონიც გათიშული მაქვს, სოციალური ქსელი აორთქლებული მაქვს. ცოტა გნტვირთვა მჭირდება ნაბიჯების გადასადგმელად. ჩემი სახლ-კარი იცის ყველამ და შეუძლია ნებიმიერ ადამიანს მოვიდეს, ჩემი კარები არასდროს არის დაკეტილი", - ზაზა სარალიძემ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)