|
2018-06-05 17:11:53, 795 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიას დაცული და დამუშავებული საინფორმაციო ბაზა გადაეცა
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირზა ცეცხლაძემ და სააგენტოს თანამშრომლებმა შუახევის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანს სამომავლოდ ეფექტური თანამშრომლობა წარმოადგენდა: კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის კუთხით თანამშრომლობა, რაც გულისხმობს სამომავლოდ სააგენტოს მიერ ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის შესყიდვას და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფას; კულტურული ობიექტების გამოვლენა და ინფორმაციის შეგროვება; ინფორმაციის მოწოდება ძეგლებზე უნებართვო სამუშაოებთან დაკავშირებით; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ,,ზონალური საბჭოს’’ ჩართულობის უზრუნველყოფა; დღესვე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა სააგენტოში დაცული და დამუშავებული შესაბამისი საინფორმაციო ბაზა გადასცა მერიას, რომელიც თითოეული ძეგლის შესახებ შეიცავს ტექსტურ და გრაფიკულ მონაცემებს, ფოტომასალას და ელექტრონულ რუკებს. შუახევის მუნიციპალიტეტში 10 ძეგლია, მათ შორის ორი ფურტიოს და ჭვანის თაღოვანი ხიდი, რომელიც არის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)