13:52 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 15:47:35, 998 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: ჩვენ დავიცავთ თითოეული მემანქანის უფლებებს, თუ რომელიმე მათგანი იქნება გათავისუფლებული

„სასამართლოს გადაწყვეტილება რომელმაც არ მისცა მათ საშუალება გაემართათ გაფიცვა, ნამდვილად საეჭვო იყო და დღემდე კითხვებს ბადებს“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაფიცულ მეტროს მემანქანეებთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ლომჯარიას განცხადებით,  თუ მემანქანეებს სამსახურიდან გაათავისუფლებენ,  სახალხო დამცველის აპარატი მათ უფლებებს დაიცავს.  ომბუდსმენი მერიას და გაფიცულ მემანქანეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

„სახალხო დაცვის აპარატი პირველი დღიდან დღემდე არის ჩართული და აკვირდება მიმდინარე პროცესებს. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასებები სასამართლოს გადაწყვეტილების და უარყოფითად იქნა ჩვენს მიერ შეფასებული. როდესაც გაფიცვას ეხება საქმე, კომიკურია გაფიცვის უფლება დასაქმებულებს ეძლევათ არასამუშაო საათებში. გაფიცვა გულისხმობს სამუშაო საათებში სამსახურისთვის თავიდან არიდებას, გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი, აქიდან გამომდინარე ორივე მხარემ - დამსაქმებელმა და დასაქმებულმაც უნდა განაგრძონ  მოლაპარაკებები რადგან ეს ამ შემთხვევაში არის გამოსავალი. სასამართლოს გადაწყვეტილება რომელმაც არ მისცა მათ საშუალება გაემართათ გაფიცვა ნამდვილად საეჭვო იყო და დღემდე კითხვებს ბადებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოდის შრომის კანონმდებლობასთან  წინააღმდეგობაში და ამიტომ ჩვენ დავიცავთ თითოეული მათგანის უფლებებს, თუ რომელიმე მათგანი იქნება გათავისუფლებული“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ

შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები 3 ივნისს 15:00 საათიდან გაიფიცნენ.  გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მენანქანეები ხელფასების 45 პროცენტით გაზრდას ითხოვენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics