|
2018-06-04 18:43:56, 1166 ნახვა
კომენტარი
ლევან იზორია: არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი რეფორმების წარმატებით განხორციელებას
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 წლის კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. „საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმების პირველი ეტაპი. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე გადავედით მეორე ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის გაუმჯობესებაზე კეთდება“. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი რეფორმების წარმატებით განხორციელებას, რადგან ის ემყარება უწყებათშორის ერთიან მიდგომას თავდაცვის შესახებ, რაც ეროვნული მდგრადობის საფუძველია. „ერთობლივი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, რომელსაც თან ერთვის მიმდინარე თავდაცვის რეფორმები, აძლიერებს საქართველოს შეკავებისა და მდგრადობის პოტენციალს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მესამე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გვეხმარება მივაღწიოთ ჩვენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზანს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)