12:21 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 16:01:04, 1028 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: მთავარი პროკურორის კანდიდატურები ფართო კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევიან

„როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და ა.შ. კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი-ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იუსტიციის მინისტრს მინიმუმ სამი კანდიდატის შესარჩევად ერთთვიანი ვადა აქვს.

„ერთთვიანი ვადა აქვს იუსტიციის მინისტრს კანონით გათვალისწინებული იმისთვის, რომ შეირჩეს მინიმუმ სამი კანდიდატი და ეს კანდიდატები შეირჩევიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე და ეს კანონით არის გათვალისწინებული და ასევე, იგივე დააანონსა პრემიერ-მინისტრმა, რომ ფართო კონსულტაციები შედგება ამასთან დაკავშირებით, შეირჩევა სულ მცირე, სამი კანდიდატი, ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი საპროკურორო საბჭოში, შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს კანდიდატურას და ამის შემდეგ უკვე ჩაერთვება პროცესში პარლამენტი. ამ ეტაპზე, როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და ასე შემდეგ, კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი-ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„ჯერ დაველოდოთ პროცესს, რომელიც წარიმართება ამ ერთი თვის განმავლობაში, როდესაც იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანდიდატურები, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ამ კანდიდატებთან დაკავშირებით. მანამდე არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიციის დაფიქსირება",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
Procter & Gamble-მა სანქცირებულ TV იმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics