|
2018-06-03 15:02:47, 1195 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური ლეგიტიმაციის იყოს
ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურა საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური ლეგიტიმაციის იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოზე მთავარი პროკურორობის კანდიდატებზე მსჯელობა არ ყოფილა. „ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმლუარი ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას. როგორც შევპირდით საზოგადოებას, მაქსიმალურად ფართო იქნება ეს კონსულტაციები და ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც შერჩეული იქნება, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამის შესახებ პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა საუბარი. მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც უკვე მთავრობის მიერ დამტკიცების შემდეგ, პარლამენტს გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა, ამის შემდეგ დადგება პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. კვირიკაშვილის განცხადებით, სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელეს და პოზიციები შეაჯერეს. „როგორც ორი დღის წინ მოგახსენეთ, უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება უკვე საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება. ხვალიდანვე პარლამენტის უმრავლესობის ლიდერები გამართავენ კონსულტაციებს უმცირესობის წარმომადგენლებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, სადაც პოზიციების შეჯერება მოხდება. კომისიის შემადგენლობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, რამდენიმე დღეში გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. ასე რომ, ეს პროცესი წავიდა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)