14:21 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 13:17:15, 1480 ნახვა

სამართალი
სვანეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული კ.ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1989 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს, ხოლო 1987 წელს დაბადებული კ.თ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კ.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.ჩ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics