|
2018-06-02 23:51:06, 1925 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციის უფროსი: ამ ეტაპზე ზვიად კუპრავას დაკავება არ იგეგმება
საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებადამცველის, ზვიად კუპრავას დაკავებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტის შენობასთან განუცხადა. „ამ ეტაპზე ზვიად კუპრავას დაკავება არ იგეგმება. თუ ამის საჭიროება იქნება, მომავალში თვითონ გაიგებთ“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ზვიად კუპრავას დაკავებას აპირებს. „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გახარიას უწყება აპირებს ზვიადის გაქრობას. დამიდექით ყველა გვედით, მთელ საქართველოს ვუხმობ. პროვოკაციაზე წამოვიდა ხელისუფლება! ძირს ხელისუფლება! ან თქვენთან ერთად ან მარტო, თავს შევაკლავ და მაინც მივაღწევ სიმართლეს! გთხოვთ ყველას. დამეხმარეთ ჭეშმარიტების მიღწევაში. ისინი კიდევ დგავენ ნაბიჯებს, რომ გაგვანეიტრალონ, მაგრამ არ მივცემ ამის უფლებას“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ. ამის შემდეგ მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სარალიძე კვლავ კარავში შეიყვანეს. აღსანიშნავია, რომ კარვის გარშემო მისი მხარდამჭერები იმყოფებიან და კარავში შესვლა რიგით მოქალაქეებს აღარ შეუძლიათ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)