|
2018-06-02 23:38:16, 1262 ნახვა
კომენტარი
ზაზა სარალიძე: ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ გვერდში დამიდგნენ
ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა ადამიანს მოვუწოდებ, რომ გვერდში დამიდგნენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა. როგორც სარალიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებს. "დღეს ნათლად დავინახე, რომ მთავრობა მოდის ზეწოლაზე და ამისათვის, ყველანაირ ღონეს ხმარობს. მათ სურთ მშვიდობიან აქციაზე პროვოკაცია შემოიტანონ. მივიღე გადაწყვეტილება - დღემდე ვცდილობდი, რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის მომეხმო და იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემს გვერდით დადგომას შეძლებდა. ახლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რათა გააერთიანონ საკუთარი ძალები, იმისათვის, რომ ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს. არ მივცემ უფლებას, რომ აქ სიმართლემ ვერ გაიმარჯვოს. სიმართლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა ადამიანს მოვუხმობ, რომ დამიდგენ გვერდით. გვერდით დამიდგნენ არა მარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს. მთავრობა, რომელიც სისტემას მფარველობს, შეეცადა ჩაეფურთხებინა ჩვენი მიცვალებულების სულში. ეს სისტემა უნდა ჩამოვშალოთ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
სააკაშვილი – ვაპირებ აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს კონტროლქვეშ, მიმაჩნია, რომ სოხუმი უნდა იყოს საქართველოს დედაქალაქი
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)