13:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 19:16:45, 1351 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა პარლამენტთან 3 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის სამი მონაწილე დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მათი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეება საავტომობილო გზა სრულად გადაკეტეს. ადგილზე ასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას და სხვა შვილმოკლულ მშობლებს სოლიდარობას უცხადებს  და სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამასთან, არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
კიევში 21 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics