|
2018-06-01 16:06:50, 1197 ნახვა
კომენტარი
ანა ნაცვლიშვილი: სისტემური ცვლილებების მოთხოვნა სრულიად ადეკვატურია
"მოცემულ სიტუაციაში ფაქტია, რომ სისტემაში არის კრიზისი და ეს კრიზისი არის ძალიან ლოგიკური, შედეგი წლების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯებისა, როდესაც სუსტდებოდა ინსტიტუციები და როდესაც არ ახორციელებდნენ სასიცოცხლოდ აუცილებელ რეფორმებს მართლმსაჯულების სისტემაში“, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ სისტემაში ცალკეული ინდივიდების ცვლილება არაფერს შეცვლის. „სამწუხაროდ, დავით სარალიძის საქმე არ არის ერთადერთი საქმე, ბევრი შვილმოკლული ადამიანი ელოდება სახელმწიფოსგან სამართალს და როგორც ვხედავთ, სამართალი მათთან არ მიდის. შესაბამისად ამ სიტუაციაში აუცილებელია საქმის ადეკვატური შეფასება და შემდგომ ადეკვატური რეაგირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსაძებნია კონკრეტული გამოსავალი და არამხოლოდ ამ საქმეზე. ყველას კარგად გვესმის ცალკეული ინდივიდების ცვლილება გამოსავალი არ არის, ინდივიდებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ, მაგრამ თუ სისტემა დარჩება უცვლელი, მხოლოდ სახელებისა და გვარების ცვლილებას არ ექნება ის ეფექტი, რა ეფექტიც სჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და მოქალაქეებში სამართლიანობის განცდის დაბრუნებას. აუცილებელია სისტემური რეფორმები, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ხვალ სხვა ბავშვები არ დახოცავენ ერთმანეთს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)