|
2018-06-01 11:14:00, 1201 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: მოზარდების მკვლელობის საქმეში ახალი ვეღარაფერი გამოიკვეთება
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ ცნობილი გ.ჯ-ს ადვოკატის განცხადებით, გუშინ გამოძიება დაუკავშირდა მათ ექსპერტს და ექსპერტიზისთვის საჭირო მასალების დაუყოვნებლივ გადაცემა მოითხოვა. "საქართველოს პროკურატურას სურს, საქმეში ჩართოს კვალიფიციური პროკურორები აშშ-დან, აგრეთვე სურთ გამოძიების მიერ მოპოვებული მასალა გადაეგზავნოს შვეიცარიაში სპეციალური კვლევ ისთვის. ანუ იკვეთება გარემოება, რომ ინსტიტუციები, რომლებიც მოწოდებულია, რომ დადგნენ სიმართლის მხარეს და გამოკვეთონ ყველა გამოძიებაში სიმართლე, არ არიან ეფექტურები და საჭირო გახდა საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების ჩართვა", - განაცხადა კახა პაპავამ. ადვოკატი დარწმუნებულია, ახალი არაფერი გამოიკვეთება. "ბრიტანელმა ექსპერტებმა გააკეთეს განცხადება, რომ ის მასა, რომელიც მათ ექსპერტიზისთვის მიეწოდა, უკვე საკმაოდ დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ, ახალი ვერაფერი გამოიკვეთება", - აღნიშნა კახა პაპავამ. საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში დამნაშავედ ცნობილი ორი მოზარდისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა მიმდინარეობს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)