|
2018-06-01 00:15:56, 1195 ნახვა
კომენტარი
კუპრავა: ივანიშილმა დაითხოვოს მთავრობა! წინააღმდეგ შემთხვევაში მას ასი ათასი ადამიანი აუტალახებს ეზოს!
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის უფლებების დამცველი ზვიად კუპრავა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მთავრობა დაითხოვოს. როგორც მან აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთანაც გაიმართება. „მისმა უდიდებულესობა ქართველმა ხალხმა პრემიერად წოდებული კვირიკაშილი გააძევა! ძალიან მალე ჩვენ გავაძევებთ ამ მთავრობას! მივმართავ ივანიშვილის, სანამ გაგვიზრდია ჩვენი მოთხოვნები და გადავსულვართ კონკრეტულ ქმედებებზე, დროულად მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის დათხოვნის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ასი ათასი ადამიანი აუტალახებს ეზოს“, - განაცხადა კუპრავამ. ცნობისთვის, პრემიერი ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მივიდა და აქციის მონაწილეებისთვის მიმართვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს და სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ამის შემდეგ პრემიერმა ტერიტორია პარლამენტის ეზოს გავლით დატოვა. შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)