|
2018-05-31 17:40:34, 1238 ნახვა
კომენტარი
უგულავა: პროკურატურა ვერ გააგრძელებს ასეთი ფორმით არსებობას - შოთაძე უნდა გადადგეს
პირველი და აუცილებელი წინაპირობა არის პროკურორ ირაკლი შოთაძის და მისი მოადგილეების გადადგომა, - ამის შესახებ "ექპსრესნიუსს" "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ განუცხადა, რომელიც მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობს. როგორც უგულავამ აღნიშნა, პროკურატურის მოქმედი ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს. "ეს არის მინიმალური წინაპირობა, იმისათვის რომ ოდნავ მაინც, ოჯახს და საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ ღირს პროკურატურის და საერთოდ გამოძიების დალოდება. მეორე მთავარი მოთხოვნა - საზოგადოებამ უკვე მიაღწია იმას რომ პარლამენტი იძულებული გახდა დროებითი საგამოძიებო კომისია შეექმნა. "ევროპული საქართველო" ითხოვს, რომ კომისია იყოს დაკომპლექტებული ოპოზიციის უმრავლესობით და თავმჯდომარე იყოს ოპოზიციის წევრი, რათა ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს. ამ პროკურატურის მიმართ ნდობა ნულოვანია და ის ვერ გააგრძელებს ასეთი ფორმით არსებობას", - განაცხადა გიგი უგულავამ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)