|
2018-05-31 17:26:29, 1112 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: პროკურატურა ან იმდენად არაკომპეტენტურია, რომ საქმე ვერ გამოიძია, ან ვიღაცას/ვიღაცებს ხელს აფარებს
„გირჩი“ მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მინიმუმ, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ამის შესახებ გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე წერს: "ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით, აქამდე კომენტარი არ გამიკეთებია. არ ვთვლიდი, რომ შეფასების გასაკეთებლად, საკმარისი ინფორმაცია მქონდა. არც ახლა მაქვს საკმარისი ინფორმაცია, შევაფასო, რა მოხდა რეალურად იმ დღეს ხორავას ქუჩაზე, მაგრამ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, საკმარისი ინფორმაცია მაქვს იმის მისახვედრად, რომ შეიძლება არსებულიყო მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი შესაძლო ვერსია: 1. პროკურატურა იმდენად არაკომპეტენტურია, რომ საქმე უბრალოდ ვერ გამოიძია; 2. პროკურატურა ხელს აფარებს ვიღაცას ან ვიღაცებს, რაც ნიშნავს, რომ რაზეც ზაზა სარალიძე საუბრობს ამდენი ხანია, სიმართლეა. ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. საქმე უნდა დაბრუნდეს გამოძიებაში და გამოძიების პროცესი წარიმართოს ისე, რომ არც მოკლულის მამას და არც არავის სხვას კითხვის ნიშანი არ დარჩეს", - წერს ჯაფარიძე. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი გ.ბ ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაამართლა დავით სარალიძის საქმის ნაწილში. მეორე ბრალდებული გ.ჯ სასამართლომ დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით დამნაშავედ ცნო, თუმცა არა მკვლელობის, არამედ განზრახ მკვლელობის მცდელობაში. რაც შეეხება სასჯელის ოდენობას აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე ცალკე სხდომას ჩანიშნავს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)