10:36 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 20:37:24, 1413 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი: პროკურატურამ სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული გადააწერა იმ პირებს, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუძღოდათ ბრალი

„ბრალდების მხარეს არ სურს ისაუბროს იმ მოწმეების ჩვენებებზე, რომლებმაც სასამართლოს დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდეს“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყა ძალიან სუსტი და უსაფუძვლო იყო.

„მათ არ სურთ ისაუბრონ იმ მოწმეებზე რომლებმაც დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, მოცემულ ფაქტში სხვა დანაშაულის ჩამდენი პირების მონაწილეობა. ბრალდება სურს განსაჯოს მხოლოდ და მხოლოდ ის პირები რომლებსაც ბრალი აქვთ წარდგენილი. ვინაიდან ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა იყო ძალიან სუსტი და უსაფუძვლო, ჩვენი მოთხოვნაა სასამართლომ არ გაიზიაროს პროკურატურის პოზიცია და გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია. თუ დავაკვირდებით საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მოწმეთა ჩვენებებს, ჩვენ დავინახავთ რომ რეალურად დანაშაულის ჩამდენი პირები არიან თავისუფლებაში და არ არიან მიცემული პასუხისგებაში. საგამოძიებო ორგანომ კი სხვების მიერ ჩადენილი დანაშაული გადააწერა იმ პირებს, ვისაც ყველაზე ნაკლებად მიუძღოდათ ბრალი", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ხვალ განახლდება. ხვალინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics