|
2018-05-29 15:47:16, 1299 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე: დღეს ლომბარდი გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო
ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საბანკო და საფინანსო სფეროში დაგეგმილ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ლომბარდებისა და სხვა შუამავლების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. „ხშირ შემთხვევაში, ლომბარდები გამოიყენება კრიმინალური ელემენტების მიერ და გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო. რეგულაციის მიხედვით, ლომბარდებმა გონივრულ ვადაში უნდა დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც შეინახავს ინფორმაციას ლომბარდში ჩაბარებული ნივთის შესახებ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი გახდება სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ. მისი თქმით, ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა. აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე - ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.
(NS)
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)