10:36 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 17:58:57, 1541 ნახვა

კომენტარი
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპული კურსის ერთგული დარჩა

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ერთგული დარჩა ევროპული კურსის, რომელიც 100 წლის წინ საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აირჩია.

როგორც ჯანელიძემმ აღნიშნა, შექმნილი რესპუბლიკა იმ დროისთვის საუკეთესო სტანდარტებს ეფუძნებოდა.

"მთელს საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, 100 წლის წინ 26 მაისს, ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, ეს იყო რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნებოდა იმ დროისთვის საუკეთესო სტანდარტებს, ევროპულ ღირებულებებს, ეს იყო ევროპული არჩევანი და ეს რესპუბლიკა შეიქმნა დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით. ის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა იყო საუკეთესო იმ პერიოდში და იგი დღესაც არის ერთ-ერთი სამაგალითო. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის და ევროპული მისწრაფებების კუთხით. პირველი რესპუბიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს, იდგმებოდა პირველი ნაბიჯები და ხდებოდა ჩვენი ქვეყნის აღიარება როგორც ევროპის ნაწილის. სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას და დღეს ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ევროკავშირთან, ვართ ძალიან ახლოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ჩვენ ვართ ევროატლანტიკური სივრცის ძალიან მნიშვნელოვანი პატნიორი და ეს აღიარებულია ყველა ჩვენი მეგობრის და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრის მიერ" - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. 

მინისტრის თქმით, საქართველოს არასდროს არ ყოფილა ისე ახლოს ევროკავშირთან და ნატო-სთან როგორც დღეს. მინისტრის თქმით სწორეს ეს არის საქართველოს უკეთესი მომავალი, საქართველოს მოქალაქეებისთვის მეტი კეთილდღეობა და ახალი თაობებისთვის ნათელი მომავალი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics