12:02 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-24 15:38:52, 1642 ნახვა

სამართალი
შსს-მ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გ.კ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში დააკავეს.

უწყების ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული  2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 მაისს  თბილისში, ვაზისუბნის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი ხ.მ.-ს მკვლელობის ფაქტის შესახებ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მან სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics