|
2018-05-23 12:48:26, 995 ნახვა
სამხედრო
31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი, ვიცე-პოლკოვნიკ ლაშა ადუაშვილის მეთაურობით, ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან საქართველოში სრულად გამთენიისას დაბრუნდა. სამხედროებთან ერთად სამშობლოში ჩამოვიდა ქვედანაყოფის კაპელანი, დეკანოზი გობრონი. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას შერეულ საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დახვდნენ. მათ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. 31-ე ბატალიონი ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო. ქვედანაყოფი, როტაციის წესით, ეტაპობრივად I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონმა ჩაანაცვლა და სამოქმედო არეალი სრულად გადააბარა.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)