10:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 15:38:40, 1759 ნახვა

სამართალი
„კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“ გაიხსნა

„კაფე გალერი“ და „ბლოუ ბარი“ გაიხსნა.

როგორც „გალერის“ დამფუძნებელმა ალექსანდრე ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 12 საათზე მათ საშუალება ჰქონდათ სამართალდამცველებთან ერთად შესულიყვნენ ბარში და იქ არსებულ ვითარებას გაცნობოდნენ.

„12 საათიდან სამართალდამცველებმა მოგვცეს საშუალება შემოსვულიყავით. სიტუაცია ნორმალური დაგვხვდა. ინვენტარი დაზიანებული არ არის. გარკვეული მიზეზების გამო გქვონდა შეჩერებული მუშაობა თუმცა ამასთან დაკავშირებით ჩივილს არ ვაპირებთ. დღეს ძალიან მალე აღვადგენთ მუშაობას, ალბათ ამ საღამოსვე და კლუბური ცხოვრება გაგრძელდება კაფე გალერიში“, - განაცხადა ანთაძემ და დასძინა, რომ „გალერის“ დირექტორი ამ დროისთვის გამოკითხვაზე იმყოფება.

რაც შეეხება კლუბ ბასიანს, ანთაძის თქმით, მას კლუბთან დაკავშირებით ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, 12 მაისს, რამდენიმე კლუბში, მათ შორის „ბასიანში, კაფე „გალერიში“ და „ბლოუ ბარში“, სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაციის შემდეგ კლუბები დახურული იყო, რადგან შენობებში სამართალდამცველები საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
უკრაინამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მესამედ დაბომბა ნავთობის საწყობი, რომელიც კრასნოდარის ოლქსა და ადიღეს საწვავს ამარაგებდა
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics