|
2018-05-22 15:04:14, 1413 ნახვა
კომენტარი
წიკლაური: ბიძინა ივანიშვილს ნარკოპოლიტიკაზე თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ჩვენს შეფასებებს ისმენდა
„ბატონ ბიძინას ამ ეტაპზე თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, უფრო ჩვენს შეფასებებს ისმენდა. შესაბამისად, დავიშალეთ ისე რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მირიან წიკლაურმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება და გუნდში საერთო პოზიცია უახლოეს მომავალში იქნება ჩამოყალიბებული. „შეხვედრები და მუშაობა ამ თემაზე გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდებით ისეთ ვარიანტზე, რომელიც ქვეყნისათვის მისაღები იქნება. ჩემი აზრით ასე ხელაღებით დეკრიმინალიზაცია არ შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ამას შესაბამისი ჯაჭვური რეაქციები შეიძლება მოჰყვეს. რა თქმა უნდა ლიბერალიზაცია შესაძლებელია, თუმცა ისე, რომ ამან სხვა უარესი მოცლენები არ გამოიწვიოს. ამ საკითხთან დაკავშირევით ბატონ ბიძინას სიტყვას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას პარლამენტი იტყვის“, - განაცხადა მირიან წიკლაურმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრას ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)