|
2018-05-22 13:24:27, 940 ნახვა
სამხედრო
პრემიერმა და მთავრობის წევრებმა ვაშინგტონში, „ვოლტერ რიდის“ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი მოინახულეს
ვაშინგტონში, “ვოლტერ რიდის” ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, ქართველი ლეიტენანტი ივერი ბუაძე პრემიერ მინისტრმა და მთავრობის წევრებმა მოინახულეს. ივერი ბუაძე გასული წლის სექტემბერში, ავღანეთში, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში დაიჭრა. თავდაპირველად მას გერმანიაში მკურნალობდნენ, ახლა კი რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში უტარდება. „ვამაყობ, რომ გვყავს ასეთი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მოკავშირეებთან ერთად იცავენ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ მათთან ვალში ვართ და არასოდეს დავივიწყებთ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლს, რომელიც, მჯერა, უშედეგოდ არ ჩაივლის. უზარმაზარი ენერგია და სტიმული მომცა ივერის სიტყვებმა, რომელიც მან დღეს კლინიკაში მითხრა: “ეს ჩემი ვალია, მე ჩემი ქვეყნისთვის სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გავიღებ, თუ საჭირო გახდება. მიხარია, რომ შემიძლია, რაღაც გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის. ერთ-ერთი, რაც საქართველოს მსოფლიოში წარმოაჩენს, ჩვენი შეიარაღებული ძალებია და ამას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგები ყოველთვის აღნიშნავენ. მჯერა, ჩვენი სურვილი - ნატოში და ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანება, მალე რეალობად იქცევა”... სრულად ვეთანხმები - ქართული ჯარი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ინსტიტუტია. მადლობა სამსახურისთვის! ჩვენ ისევ შევხვდებით, თბილისში...“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)