|
2018-05-21 14:27:08, 1525 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: საქართველო იქნება ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მანსიპნძელი, რაც ცხოველთა ჯანდაცვის მიმართულებით ჩვენი პროგრესის აღიარებაა
„საქართველო იქნება ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენციის მასპინძელი, რაც აღიარებაა იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარიზში, ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, ასამბლეაზე გადაწყდა, რომ სექტემბერში ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომისიის 28-ე კონფერენცია საქართველოში გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს 53 ქვეყნის დელეგატი ესტუმრება. „ეს არის აღიარება იმ პროგრესის, რომელიც ჩვენ გვაქვს ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველო სამხრეთ კავკასიაში, ცხოველთა ჯანდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და ჩართულია გლობალურ და რეგიონულ პროცესებში და სულ უფრო ხშირად ჩნდება ასპარეზზე, როგორც აქტიური მონაწილე. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისათვის, რომ საქართველომ სავაჭრო ურთიერთობებში მიაღწიოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარიზში გამართულ ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 86-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)