|
2018-05-21 11:28:44, 947 ნახვა
სამხედრო
21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა სამშვიდობო მისია ოფიციალურად გადაიბარა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა, რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს საერთაშორისო მისიაში ჩაბმა, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის ბაზის მეთაურმა და სერჟანტმა, პოლკოვნიკმა ბრაიან კეიტ ოლეტმა და მთავარმა სერჟანტმა ჯეიმს თეშმა, ასევე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რევაზ ნიკოლეიშვილმა მიულოცეს. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის ბოლოს ამერიკელმა და ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული ქაბულში 7 თვის განმავლობაში იმსახურებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი შტაბ-ბინის უსაფრთხოება და ბაზის პერიმეტრის კონტროლი იქნება.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)