|
2018-05-18 18:14:32, 1873 ნახვა
კომენტარი
კობა ლურსმანაშვილი - დაიცავით იმ საზოგადოების ინტერესები, რომელიც ხშირად ხდება ფეხქვეშ გათელილი ნარკომანების და „პიდარასტების“ მიერ
„ვითხოვ, კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესები, რომელიც ხშირად ხდება ფეხქვეშ გათელილი ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ. დეპუტატმა მინისტრს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ როგორც პარლამენტის წევრი, ის მიესალმება სხვადასხვა უმცირესობების დაცვას. „მინისტრი და სამინისტრო ასეთ ღონისძიებებს ატარებს და იქ ყოველგვარი შეცდომების გარეშე და ძალადობის გარეშე ხდება სიტუაციის რეგულირება და ეს არ მოსწონთ, ხოლო როდესაც უმცირესობები, ნარკომანები და ასეთ შემთხვევაში ნარკორეალიზატორები და მათი მხრიდან ორგანიზებული ჯგუფები ძალადობენ საზოგადოების მიმართ, ასეთ შემთხვევაში მათ რეაქციებს ვერ ვხედავ ხოლმე. მე როგორც პარლამენტის წევრი რა თქმა უნდა მივესალმები თქვენს მიდგომებს და რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს უფლება დაცული, როგორც მომხმარებლების ასევე სხვადასხვა უმცირესობების ჩვენ საზოგადოებაში. მაგრამ როგორც მოქალაქე, ვითხოვ კატეგორიულად იყოს დაცული საზოგადოების ინტერესები, იმ ნაწილის, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი სწორედაც, ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ“,-აღნიშნა დეპუტატმა.
"ექსპრესნიუსის" რედაქცია ემიჯნება დეპუტატის ჰომოფობიურ განცხადებებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)