|
2018-05-17 18:05:39, 1613 ნახვა
სამართალი
გორში იეჰოვას მოწმეების „სამეფო დარბაზს“, სავარაუდოდ, ესროლეს
გორში იეჰოვას მოწმეების სამლოცველოს „სამეფო დარბაზს“ თავს დაესხნენ. ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, 16 მაისს, გორში წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივების განცხადებით, სამეფო დარბაზს, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან ესროლეს. სამეფო დარბაზს ნატყვიარის გარდა გაკეთებული აქვს წარწერა -"იწამე ღმერთი ჩვენი". ეს გორში იეჰოვას მოწმეების რელიგიურ საქმიანობაში ხელის შეშლის პირველი შემთხვევა არ არის. ორი თვის წინ სამეფო დარბაზის გალავანზე ჯვრები გამოსახეს. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება, რომელმაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია). ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს შსს-სა და პროკურატურას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება, გამოკვეთოს სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი, გამოავლინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)