|
2018-05-15 15:58:52, 1350 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: რადიკალიზმი პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში დამანგრეველია
ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რადიკალიზმი − იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, თაობებმა ერთმანრთის მოსმენა და გაგება უნდა ისწავლონ. „ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები იყო სხვა რაღაცის შესახებ, ვიდრე ეს ნარკოპოლიტიკაა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ეს ორდღიანი აქციები ეხებოდა ჩვენს ქვეყანაში არსებულ რადიკალიზმს და ვფიქრობ, რადიკალიზმი − იქნება ეს ლიბერალიზმის მიმართულებით თუ კონსერვატიზმის მიმართულებით, პატარა და ოკუპირებულ ქვეყანაში არის დამანგრეველი. შესაბამისად, ჩვენ, სანამ სხვადასხვა სამუშაო ჯგუფს შევქმნით და ვიმუშავებთ, ერთი დიდი სამუშაო ჯგუფი უნდა შევქმნათ, სადაც 4 მილიონი ქართველი შევალთ, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ გავმთლიანდეთ, როგორ გვესმოდეს ერთმანეთის, რადგან რადიკალიზმი არც ლიბერალიზმის მიმართულებით და არც ტრადიციონალიზმის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას არ წაადგება. ღიად ვამბობ, რომ ჩემთვის ეს ორდღიანი აქციები ამას ეხებოდა, მხოლოდ შემდეგ − ნარკოპოლიტიკას. შესაბამისად, მოდი, ამაზე ვიფიქროთ; ვინც ვართ ჩემი თაობის წარმომადგენლები, როგორ გავუგოთ მათ, ვისაც მეტრიკაში ცოტა უფრო მერმინდელი დაბადების თარიღი უწერია; ვიფიქროთ იმაზე, ახალმა თაობამ როგორ გაიგოს უკეთესად, რას ვამბობთ ჩვენ და ჩვენ როგორ მოვუსმინოთ მათ, ვინც ჩვენზე უფროსია. ეს არის ჩემთვის დღეს მთავარი, რამაც დამაფიქრა, რაც ვიცოდი, რომ ასეა, მაგრამ ღიად გეტყვით, შემაშფოთა და ამ მხრივ მუშაობა არ იქნება ურიგო", - განაცხადა წულუკიანმა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)