|
2018-05-13 19:44:45, 1453 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი გაბედავა წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა ქაშვეთის ეკლესიასთან პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, უფლებადამცველი გიორგი გაბედავა და კიდევ რამდენიმე პირი სამართალდამცველებს ცოტა ხნის წინ დაუპირისპირდნენ. მათ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა უნდოდათ, თუმცა, ვინაიდან ადგილზე „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა, ინციდენტის პრევენციის მიზნით, მათ ამის საშუალება არ მისცეს. აღნიშნულს მოჰყვა სიტყვიერ დაპირისპირება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გიორგი გაბედავა დააკავეს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. 9 აპრილის მემორიალთან აქციას „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მართავს, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქციას მართავენ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)