22:43 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 19:23:22, 1448 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: მართლაც იყო მცირე გაუგებრობები, თუმცა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, საკითხი ამოწურულია

„მართლაც იყო გუნდში მცირე გაუგებრობები, თუმცა როგორც ხედავთ, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, საკითხი ამოწურულია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 მისი თქმით, ივანიშილის დაბრუნება გუნდში კოორდინაციას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

„იყო გუნდში მცირე გაუგებრობები და ამასთნ დაკავშირებით პარტიაში ჩვენ გვქონდა არაერთი კონსულტაცია. როგორც ხედავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ  შეიძლება ითქვას, რომ ეს მცირე გაუგებრობები ამოწურულია და კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, ინტეგრაცია გუნდის შიგნით იქნება უფრო მაღალი და ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილების მიღების პროცესებსაც გახდის უფრო აქტიურს. ჩვენ ვემზადებით საპრეზიდენტო, ხოლო შემდგომში ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიამ მეტი დინამიურობა, მეტი აქტიურობა გამოჩინოს“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მე-5 ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. ყრილობამ ასევე პატიის განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics