|
2018-05-11 16:23:12, 1547 ნახვა
სამართალი
ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებულს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
სასამართლომ ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული ე.ჰ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, დღის საათებში, ე.ჰ-მ ქ.ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს მ.დ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას ა.დ-ს განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე. ე.ჰ-ს ქმედებით მ.დ-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო ა.დ-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ასევე დადგინდა, რომ ე.ჰ-მ 2017 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.ქობულეთში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა ე.ჰ. 2018 წლის 6 იანვარს ქ.ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.ჰ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 თვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)