17:15 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-11 10:15:14, 2588 ნახვა

მსოფლიო
კარლეს პუჩდემონმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე, დეპუტატი კიმ ტორა წარადგინა

კატალონიის ყოფილმა ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე უარი განაცხადა და მთავრობის მეთაორის პოსტზე  პარლამენტის წევრი ქუიმ ტორა წარადგინა.

კატალონიელმა კანონმდებლებმა 22 მაისამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვინ უხელმძღვანელებს მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მიუხედავად პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობისა, ტორა პარლამენტში ხმების უმრავლესობას მიიღებს. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული კატალონიის დამოუკიდებლობისთვის არსებულ მოძრაობასთან, კერძოდ, მას მხარს უჭერს პუჩდემონის პარტია „ერთად კატალონიისთვის“ და პარტია „კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები“. 

პუჩდემონის მიერ კატალონიის ლიდერის პოსტზე წარდგენილი ტორა იურისტი და ჟურნალისტია. ის რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის აქტიური მხარდამჭერია და რამდენიმე წიგნიც აქვს გამოცემული კატალონიის ისტორიის შესახებ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics