|
2018-05-10 20:00:46, 2476 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს შეხვდებიან
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში 12 ივნისს შეხვდებიან. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა. „ძალიან მოსალოდნელი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან სინგაპურში 12 ივნისს გაიმართება. ჩვენ ორივენი შევეცდებით ეს მომენტი განსაკუთრებული გავხადოთ მსოფლიო მშვიდობისთვის“, - წერს ტრამპი. როგორც CNN ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს სინგაპურში შეხვედრის ორგანიზების დავალება უკვე მისცეს. დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ შეხვედრა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვართან არ შედგებოდა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი ამბობდა, რომ დემილიტარიზებული ზონა კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის იდეალური ადგილი იყო. დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას მარტში დათანხმდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)