|
2018-05-09 15:47:48, 2026 ნახვა
სამართალი
ვალერი კვარაცხელია ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
ვაკის პარკთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის მასალები სასამართლოში გადაიგზავნება. სავარაუდოდ, სამივე პირის პროცესი ხვალ გაიმართება. შეგახსენებთ, ვაკის პარკთან დაპირისპირების დროს სამოქალაქო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ მხარდამჭერი ნიკა შაყულაშვილი, „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია და მისი შვილი დავით კვარაცხელია დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით „ექსპრესნიუსთან“ მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ ისაუბრა: „ჩვენი აქტივისტები იმყოფბოდნენ ვაკის პარკში, ანტი საოკუპაციო და ანტი რუსული ტრანსპარანტებით, სადაც ეწერა: „რუსი არის ფაშისტი“ და „არა ოკუპაციას“. ამ დროს ჩაიარა კვარაცხელიამ და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ქალბატონს, შეაგინა, რის შემდეგაც მიიღო პასუხი ნიკა შაყუკაშვილისგან, რომელიც იქვე იმყოფებოდა. შემდეგ კვარაცხელიას მხრიდან მოხდა ნიკას მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა. ნიკამ კვერცხი ესროლა და ამის შემდეგ, ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს“, - აღნიშნა ქაცარავამ. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)