|
2018-05-08 14:09:04, 2167 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ომში გამარჯვების 73-ე იუბილე მიულოცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერებს სამამულო ომში გამარჯვების 73-ე იუბილე მიულოცა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც კრემლის ლიდერის განცხადებაშია ნათქვამი, პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვება აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის ლიდერებს მიულოცა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მილოცვის დროს ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობები გამოყო. ამასთან, ომში გამარჯვება მან საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობასაც მიულოცა. "9 მაისი არის სიმბოლური დღე, როდესაც ყველა ქვეყანა გაერთიანდა და მსოფლიოსთვის გმირობის მაგალითი გახდა. ერთმანეთის გვერდით მებრძოლი ყველა მეომარი საკუთარ ქვეყანას იცავდა, რათა კაცობრიობა ფაშიზმისგან ეხსნა", - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)