17:15 - 18 Aug, 2026
|
2018-05-08 13:54:33, 2288 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრად ფრაქცია „ელკის“ თავმჯდომარე ნიკოლ ფაშინიანი აირჩიეს. კენჭისყრა პარლამენტში ცოტა ხნის წინ გაიმართა. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. მეორე ტურში, ფაშინიანის კანდიდატურა ფრაქცია "ელკმა", "ბლოკ ცურუკიანმა" და "დაშნაკციუთუნმა" წარადგინა. შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის პოსტი ვაკანტური 23 აპრილს გახდა, მას შემდეგ, რაც სერჟ სარგსიანმა მომიტინგეების მოთხოვნა დააკმაყოფილა და თანამდებობიდან გადადგა. პარლამენტში მიმდინარე სხდომის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე ოპოზიციის ათასობით მხარდამჭერია შეკრებილი, ისინი ფაშინიანის არჩევას ზეიმობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)