17:15 - 18 Aug, 2026
|
2018-05-08 12:23:09, 2214 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოიყენებას, შეგვიძლია სირიაზე ახალი დარტყმები განვახორციელოთ
საფრანგეთს კვლავ შეუძლია სირიაზე ახალი დარტყმები განხორციელოს, თუ ასადი ქიმიურ იარაღს გამოყენებას, - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ რადიოსადგურ RTL-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, 14 აპრილს განხორციელებული დარტყმა გამაფრთხილებელი იყო. „სირიის დაბომბვის მიზანი იყო, რომ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი აღარ გამოიყენოს. თუ ასე მოხდება, ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დარტყმის განმეორების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ფლორენს პარლიმ. შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს აღმოსავლეთ ღუტაში სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის რამდენიმე ობიექტი 100-ზე მეტი რაკეტით დაბომბეს. ოფიციალური დამასკო ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)