|
2018-05-08 11:22:26, 1944 ნახვა
მსოფლიო
ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადადგა
ნიუ-იორკის გენერალური პროკურორი ერიკ შნეიდერმანი თანამდებობიდან გადადგა. Newyorker-ის ცნობით, გადადგომის მიზეზი მის წინააღმდეგ შევიწროების შესახებ ოთხი ქალის მიერ წაყენებული ბრალდებებია. ორმა ქალმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა შნეიდერმანმა მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ქალებს პოლიციაში არ უჩივლიათ, თუმცა სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მათივე მტკიცებით, გენპროკურორი ქალებს მოკვლით ემუქრებოდა, თუ ისინი მასთან შეხვედრას შეწყვეტდნენ. შნეიდერმანი ბრალდებას ასაჩივრებს. აღსანიშნავია, რომ ის კამპანია #MeToo-ს აქტიური მხარდამჭერია, რომელიც სექსუალური შევიწროების წინააღმდეგაა მიმართული. „ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები გაჟღერდა, რასაც მე მკაცრად უარვყოფ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდებები ჩემი საქმიანობის შესახებ არ არის, მაინც ხელს შემიშლის ეფექტურად ვმართო ჩემი ოფისი ამ კრიტიკული დროის განმავლობაში“, – განაცხადა ერიკ შნეიდერმანმა. ბრალდებების შემდეგ ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ გენერალურ პროკურორს გადაგომისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)