17:15 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 13:47:58, 2646 ნახვა

მსოფლიო
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ვესტერნიზაციის ინდექსში საქართველო მე-4 ადგილზეა

ამერიკული ორგანიზაცია "პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტილებების სტრატეგიული ცენტრი" (StrategEast) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ვესტერნიზაციის ინდექსს აქვეყნებს.

აღნიშნული კვლევის თანახმად, საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ვესტერნიზაციის ინდექსში მე-4 ადგილს იკავებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველომ 100 ქულიდან 62 ქულა მოიპოვა. შედეგი რამდენიმე კატეგორიის მიხედვით დადგინდა. კერძოდ: პოლიტიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს 19.5 ქულა აქვს მიღებული, ეკონომიკური თვალსაზრისით 16 ქულა, კულტურა და ენა - 8 ქულა, ცხოვრების სტილი კი 4.5 ქულა.

"პარლამენტის წევრი უმრავლესობა პროდასავლურ მიმართულებას უჭერს მხარს. გარდა ამისა ოპოზიციაში მყოფი პარტიები "ნაციონალური მოძრაობა" და "ეროპული საქართველო" ასევე პროდასავლურ ინტეგრაციას უჭერენ მხარს", - ნათქვამია კვლევაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვესტერნიზაციის ინდექსში უწრებენ ესტონეთი, ლიტვა და ლატვია. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, უკრაინა აღნიშნულ ინდექსში მე-6 ადგილზეა, სომხეთი მე-7ზე, აზერბაიჯანი მე-9ზე. რუსეთი ამ კვლევაში არ მონაწილეობდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics