|
2018-05-07 12:49:53, 2159 ნახვა
მსოფლიო
სომხეთის მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციაში გადავიდეს
სომხეთის მმართველი გუნდი მზად არის ოპოზიციაში გადავიდეს, თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად საპროტესტო აქციების ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს აირჩევენ, - ამის შესახებ ფრაქცია "რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ ვაგრამ ბაგდასარიანმა განაცხადა. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ბაგდასარიანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არასდროს შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის მომავალს. "ის ვინც მოდის პოლიტიკაში და ხელისუფლების სადავეებთან დარჩენა სურს, ამას ინტერესის გამო აკეთებს. არავის აქვს გარანტია - შეიძლება დღეს იყოს ხელისუფლებაში, ხვალ კი, ოპოზიციაში. რა თქმა უნდა მზად ვართ ოპოზიციაშიც ვიყოთ. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით მზად ვართ დავინახოთ პოზიტივი და ნეგატივი გავაკრიტიკოთ. ასევე მზად ვართ დიალოგისთვის, რათა პრობლემები მოგვარდეს" , - განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა. ცნობისთვის, 8 მაისს სომხეთში პრემიერ-მინისტრის არჩევის მეორე ტური გაიმართება. პრემიერობის ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)