17:15 - 18 Aug, 2026
|
2018-05-07 11:42:23, 2200 ნახვა
მსოფლიო
ჰავაიზე ვულკანის ამოფრქვევის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ჰავაიზე ვულკან კილაუეას ამოფრქვევის გამო, 1700-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მედიის ცნობით, სტიქიამ 30-ზე მეტი სახლი გაანადგურა. ვულკანის ლავა 70 მეტრის სიმაღლეზე ჰაერში ამოიფრქვა და ავტომაგისტრალზე, რომელიც ვულკანის ყელიდან 19 კილომეტრითაა დაშორებული, ახალი ნაპრალები გაჩნდა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, დაახლოებით 1700 ოჯახია ევაკუირებული. დაშავებულების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ ვულკანი ჰავაიზე 4 მაისს ამოიფრქვა, რასაც 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)