|
2018-05-06 16:52:27, 2404 ნახვა
მსოფლიო
ჰასან როუჰანი დონალდ ტრამპს აფრთხილებს
აშშ ინანებს, თუ „ბირთვულ შეთანხმებას“ დატოვებს, – ამის შესახებ განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანიმ სატელევიზიო გამოვლისას გააკეთა. მისი თქმით, თეირანი ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე საპასუხოდ მზადაა. „ჩვენ გვაქვს მომზადებული გეგმა, რომლითაც ტრამპის ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვუპასუხებთ. თუ აშშ დატოვებს ბირთვულ შეთანხმებას, ის ისე ინანებს, როგორც არასდროს. ეს ისტორიული სინანული იქნება“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა. რუჰანის თქმით, მან უკვე მისცა შესაბამისი მითითებები ირანის ატომურ სააგენტოს, რომელთა შესრულება იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ვაშინგტონში „ბირთვული შეთანხმების“ დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე დონალდ ტრამპმა შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა და მას „არანორმალური“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)