16:24 - 18 Aug, 2026
|
2018-05-06 10:30:15, 2043 ნახვა
მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გაათავისუფლეს
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. პოლიტიკოსი გუშინ გამართული საპროტესტო აქციის დროს აიყვანეს. მას ბრალად არალეგალურ აქციაში მონაწილება და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დასდეს. რუსული მედიის ცნობით, გვიან ღამით, სასამართლომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო პროცესი 11 მაისს დაინიშნა. თავად ნავალნიმ განაცხადა, რომ კრემლში გასცეს ბრძანება, რომ პუტინის ინაუგურაციამდე ის არ უნდა დააკავონ. აქციები "ის ჩვენი მეფე არ არის" რუსეთის ათობით ქალაქში პუტინის მორიგ ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, 5 მაისს გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციამ 1 597 ადამიანი დააკავა. აქტივისტების უმეტესობა მოსკოვში დააპატიმრეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)